1.პროექტის სახელი –
როგორი ტრადიცია არსებობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის აღსანიშნავად.
2.პროექტის იდეა–
მოსწავლეები გაეცნონ ტრადიციულ წეს–ჩვეულებებს.
3.პროექტის აქტუალობა–
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინტერნეტიდან მათთვის საინტერესო ინფორმაციის დამოუკიდებლად
მოძიების უნარი. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ბუკლეტის შექმნა და პრეზენტაციის
გაკეთება რუსულ ენაზე.
4.პროექტის მიზანი–
მოსწავლეები ინტერნეტში ეძიებენ საქართველოს კუთხეებში არსებული ტრადიციული წეს–ჩვეულებებს.
როგორ ხვდებიან შობა–ახალი წლის მობრძანებას საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი.
5.მონაწილეთა
ასაკი– 14–15 წ.
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას– პროექტის მონაწილეები შეივსებენ ცოდნას
მოცემული საკითხის ირგვლივ. გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის წეს–ჩვეულებებსა და ტრადიციებს.
შეაგროვებენ ფოტოებს, რუსულ ენაზე შექმნიან
ბუკლეტს, აკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ენციკლობედია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, მარკერი,
ფურცლები, ფერადი ფანქრები.
9. პროექტის მსვლელობა{ძირითადი
აქტივობები}
აქტივობა 1. კლასი
განაწილდება 4 ჯგუფად. ჯგუფის ლიდერები უნაწილებენ ჯგუფის წევრებს დავალებებს.
აქტივობა 2. ჯგუფებს
ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია ახალი წლის საზეიმო წეს–ჩვეულებებზე და შექმნან
ბუკლეტი.
აქტივობა 3.მოიძიონ
ინფორმაცია და შექმნან ბუკლეტი ნაძვის ხის დანიშნულებაზე და მის გადასარჩენად რა უნდა
გაკეთდეს.
აქტივობა 4. ისაუბრონ
ილია მეორის ქადაგებაზე, ადამიანმა წელიწადში 12 ხე მაინც უნდა დარგოს, ასე გადავარჩენთ სამყაროს და ავიცილებთ ეკოლოგიურ საფრთხეს.
აქტივობა 5. საინფორმაციო
ბუკლეტის შექმნა. პროექტის ლოზუნგი იქნება „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია.’
აქტივობა 6. შეგროვებული
ინფორმაციის საფუძველზე კედლის გაზეთის გამოშვება ;ახალი წელი ჩვენს ქვეყანაში“.
აქტივობა 7. მოსწავლეთა
ცოდნა გაღრმავდება ბევრი უცხო სიტყვების მოპოვება, გადათარგმნა და შესწავლა.
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული, ბუნება, ეკოლოგია.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ მოსწავლე:
- მოსწავლეს შეუძლია თანამშრობლობა თანაკლასელთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯოსების მიზნით.
- მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად.
- ამხნევებს მეწყვილეს, ითხოვს, სთავაზობს დახმარებას.
- ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარ აზრს.
- ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში.
- დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების /მაგ. კონტექსტის, ილუსტრაციის დახმარებით.
11. პროექტის
ხელმძღვანელი: შორენა სიხარულიძე.
12. ხელმძღვანელის
ელ–ფოსტა: Shorenasixarulidze22@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий